whatis

რა არის მწვანე ბარათი?

მწვანე ბარათი ფარავს მესამე პირის წინაშე თქვენს პასუხისმგებლობას საქართველოს საზღვრებს გარეთ მომხდარი სადაზღვევო შემთხვევებისას

რისთვის არის მწვანე ბარათი?

მწვანე ბარათი ესაჭიროება ყველა სატრანსპორტო საშუალებას, რომელიც საქართველოს საზღვარს კვეთს

feature
whatis

როგორ მუშაობს მწვანე ბარათი?

არსებობს „მწვანე ბარათის“ საერთაშორისო სისტემა, რომლის მიზანია A ქვეყნიდან B ქვეყანაში ავტოტრანსპორტით გადაადგილებისას გქონდეთ A ქვეყანაში გაცემული ავტოტრანსპორტის მართვასთან დაკავშირებული მესამე პირების წინაშე წარმოშობილი სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა, რომელიც B ქვეყანაშია აღიარებული

მოკლე ინფორმაცია სისტემის შესახებ
example
საერთაშორისო სადაზღვევო სისტემის ფარგლებში ალდაგის შვილობილი კომპანია „აუტო ვეი“ გასცემს 2 ტიპის პოლისს:
autoway

Green Card, "მწვანე ბარათი"

ავტოტრანსპორტის მართვასთან დაკავშირებული მესამე პირების წინაშე წარმოშობილი სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა საერთაშორისო სისტემის ქვეყნების ფარგლებში. აღნიშნული ტიპის პოლისს აქვს 2 ქვეტიპი, რომელიც მოიცავს შემდეგ ტერიტორიულ არეალს: - სისტემის „green card” ყველა ქვეყანა, გარდა რუსეთისა; ან ბელარუსის რესპუბლიკა, მოლდოვის რესპუბლიკა, აზერბაიჯანის რესპუბლიკა ან უკრაინა.

ოსაგო

ავტოტრანსპორტის მართვასთან დაკავშირებით მესამე პირების წინაშე წარმოშობილი სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის პოლისი, რომელიც მოქმედებს მხოლოდ რუსეთის ტერიტორიაზე

ორივე ტიპის პოლისი გაიცემა როგორც ფიზიკურ, (მათ შორის ინდ.მეწარმეზე), ასევე იურიდიულ პირზე
  • საქართველოში რეგისტრირებული ავტოტრანსპორტის დასაზღვევად
  • საქართველოში რეგისტრირებული ტრანზიტული ნომრის მქონე ავტოტრანსპორტის დასაზღვევად
სადაზღვევო პერიოდი: მინიმუმ 15 დღე
polices

საჭირო დოკუმენტაცია

  • მანქანის ტექპასპორტი (ასლი)
  • მანქანის მეპატრონის საერთაშორისო პასპორტი ან პირადობის მოწმობა
  • მისამართი
  • საკონტაქტო ნომერი
  • მინდობილობა (იმ შემთხვევაში თუ ხელმომწერი სხვაა)
  • მანქანის ტექპასპორტი (ასლი)
  • ორგანიზაციის დირექტორის/დირექტორების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (პასპორტი ან პირადობის მოწმობა)
  • დამფუძნებლის/დამფუძნებლების, მეწილეების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
  • პასპორტი ან პირადობის მოწმობა
  • საკონტაქტო ნომერი
  • მინდობილობა (იმ შემთხვევაში თუ ხელმომწერი სხვაა)

დაგვიკავშირდით